ბრიუსელში, „რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა 13 ივნისს გაიმართება

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, „რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა 13 ივნისს გაიმართება.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნატოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ღონისძიებათა პროგრამაშია აღნიშნული.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაიმართება.

გარდა ამისა, 15 ივნისს ალიანსის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და ბირთვული დაგეგმვის ჯგუფის სხდომას გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წინა, 22-ე შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, რომელიც კიევის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და საარტილერიო ჭურვების მიწოდებას მიეძღვნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები