გოგა ხაინდრავა: რობერტ ფიცოს საჯარო გამოსვლა ადასტურებს, რომ ურჩი მთავრობების დასამხობად აშშ და მისი ევროვასალები, ყველგან ერთი გაიდლაინით მოქმედებენ, ლიბერალიზმის საფარქვეშ NGO-ებში გამოზრდილი აგენტურის მეშვეობით
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს საჯარო გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ხაინდრავა აღნიშნავს, ფიცოს საჯარო გამოსვლა ადასტურებს, რომ ურჩი მთავრობების დასამხობად აშშ და მისი ევროვასალები, ყველგან ერთი გაიდლაინით მოქმედებენ.
„„ომის პარტიის“ მიერ შთაგონებულ ტერაქტს გადარჩენილი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რ. ფიცოს საჯარო გამოსვლა ადასტურებს, რომ ურჩი მთავრობების დასამხობად აშშ და მისი ევროვასალები, ყველგან ერთი გაიდლაინით მოქმედებენ, ლიბერალიზმის საფარქვეშ NGO-ებში გამოზრდილი აგენტურის მეშვეობით“, – წერს ხაინდრავა X-ზე.