გაერო: უკრაინაში, მაისში, სულ მცირე, 174 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 690 კი დაშავდა

უკრაინაში, მაისში, სულ მცირე, 174 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 690 დაშავდა. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, უკრაინაში დაფიქსირებული ყოველთვიური მსხვერპლის ეს მაჩვენებელი 2023 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალია.

გაეროს თანახმად, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა 2024 წლის აპრილთან შედარებით 31 პროცენტით გაიზარდა.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ სამოქალაქო მსხვერპლის ზრდა ხარკოვის რეგიონში ძირითადად 10 მაისიდან განხორციელებული თავდასხმებით იყო გამოწვეული, რამაც მაისში, აღნიშნულ რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის საერთო მსხვერპლის 53 პროცენტი შეადგინა.

მთლიანობაში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვმა 11 126-ს მიაღწია, ხოლო დაშავდა 21 863 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები