„ბირთვული იარაღის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს“ – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ ბირთვული ომის შესაძლებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

კრემლის ლიდერი ვარაუდობს, რომ დიდი რაოდენობით მსხვერპლის გამო, რომელიც შეიძლება ბირთვულ ომს მოჰყვეს, საქმე არასდროს მივა.

მისივე თქმით, მოსკოვი ბირთვული იარაღის გარეშეც მნიშვნელოვნად აღემატება მოწინააღმდეგეს.

„ამიტომ, აუცილებლობა არ გვაქვს, ამ თემაზე ვიფიქროთ. თუმცა, მე მაინც ვთვლი, რომ საქმე აქამდე არასდროს მივა და ჩვენ არ ვდგავართ ასეთი აუცილებლობის წინაშე“, – განაცხადა პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები