სომხეთში, დედაქალაქ ერევანთან ახლოს, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერევან-სევანის გზის მე-2 კმ მონაკვეთზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა და ადგილზე დიდი ხანძარი გაჩნდა. მის ლიკვიდაციაში 30-ზე მეტი სახანძრო ეკიპაჟი იყო ჩართული.
ამასთან, დაშავებულებისგან ორი რეანიმაციაში იმყოფება, მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი თხევადი აირის ბალონის აფეთქება იყო.