მარო მაყაშვილის მესამე შევსებული გამოცემის წარდგენა გაიმართება
7 ივნისს, 18:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში მარო მაყაშვილის ახალი, შევსებული გამოცემის წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს მესამე გამოცემა შევსებულია მაროს და მაროსადმი წერილებით.
ანა კორძაია-სამადაშვილი და ლაშა ბაქრაძე ისაუბრებენ და წაიკითხავენ ტექსტებს ამ ახალი გამოცემიდან.