„იქ… ჩემთან“ – მზია ხალვაშის გამოფენა გაიხსნება

 7 ივნისს, 17;00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში – „არტ გალერეა ვაკე“ მზია ხალვაშის სოლო გამოფენა გაიხსნება –  „იქ… ჩემთან“. გამოფენა ეძღვნება ძმის, ზაზა ხალვაშის ხსოვნას.
მზია ხალვაში: „ყოველი ახალი სურათი აღმოჩენაა ჩემთვის, ახალი მონასმი – ახალი განწყობა და იმედი. და ასე, ყველაფერი ჩემი სულის ნაწილია. ამიტომაცაა მე სურათებთან ერთად ვცოცხლობ და ჩვენ ერთად მოვდივართ თქვენამდე“…
მზია ხალვაში არის: აჭარის დამსახურებული მხატვარი, მ. სარიანის სახელობის საპატიო მედლის მფლობელი, პრეზიდენტის საპატიო მედლის მფლობელი. დაიბადა ბათუმში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.ჩატარებული აქვს პერსონალური გამოფენები, ბათუმში თბილისში,საერთაშორისო გამოფენები სტამბოლში, პარიზში, ნიუ-იორკში. მისი ნამუშევრები დაცულია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში: ბათუმში, თბილისში, მოსკოვში, ლონდონში, ამსტერდამი.

მის: ირ. აბაშიძის №47.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები