სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში დღეისათვის 100-ზე მეტი კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი

ლაბორატორიის ქსელში სურსათის კვლევის დეპარტამენტი იკვლევს სურსათს, სასურსათო ნედლეულს, ცხოველთა საკვებსა და სასმელ წყალს.

კვლევები მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულების ლაბორატორიებში, ესენია: ზოგადი ქიმიის, ინსტრუმენტული კვლევებისა და მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიები.
ლაბორატორიაში ხორციელდება:

• სურსათის მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური კვლევა;
• სურსათის კვლევა უვნებლობის პარამეტრებზე;
• სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური კვლევები;
• თაფლის კვლევები სხვადასხვა ხარისხობრივ და უვნებლობის პარამეტრზე;
• რძისა და რძის პროდუქტების კვლევა;
• ცხოველთა საკვების მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური კვლევები.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში დანერგილი საერთაშორისო დონის დიაგნოსტიკური კვლევები მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისათვის, რომ ქვეყანაში წარმოებული პროდუქტი აკმაყოფილებს საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს დ იყოს კონკურენტუნარიანი.

ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის შედეგები.

დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული კვლევების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://sla.gov.ge/

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები