ვასილ გედევანიშვილი: დევდორაკის ხეობაში ახლა საფრთხის ზონა არ არსებობს

დევდორაკის ხეობაში ახლა საფრთხის ზონა არ არსებობს, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ვერტმფრენის საშუალებით დეტალურად დათვალიერდა ხეობა და გაიცა რეკომენდაცია, რომ გახსნილიყო ავტოსატრანსპორტო გზა და აღდგენილიყო მოძრაობა.

„დღეს ჩვენი სპეციალისტები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ხეობაში იმყოფებოდნენ. ვერტმფრენის საშუალებით დეტალურად დათვალიერდა ხეობა, შეფასდა იქ არსებული ვითარება, რომლის საფუძველზეც გაიცა რეკომენდაცია, რომ გახსნილიყო ავტოსატრანსპორტო გზა და აღდგენილიყო მოძრაობა. ამ ეტაპისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხეობაში არსებული ვითარება უსაფრთხოა“, – აღნიშნა ვასილ გედევანიშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, 08:36 საათზე სასიგნალო შეტყობინება შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები