„ნინო, ჩემი აფროდიტე“ – სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

7, 8, 9 ივნისს, 20:00 საათზე, თეატრში ათონელზე სპექტაკლ „ნინო, ჩემი აპროდიტეს“  პრემიერა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პიესის ავტორია – თაკი მუმლაძე, სიუჟეტი კი ასე იწყება: ნინო ახალ სახლში გადასვლის აღსანიშნავად სადღესასწაულო ვახშამს ამზადებს, რა დროსაც დაუპატიჟებელი სტუმარი კესო ეწვევა…
მონაწილეობენ: ია სუხიტაშვილი, თაკი მუმლაძე.
სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი – თამრი ოხიკიანი; კომპოზიტორი – დავით ხორბალაძე;  ფოტო – ნატა სოფრომაძის;  პოსტერი – ივა ქიმერიძის.
სპექტაკლის მხარდამჭერია: ქალთა ფონდი საქართველო, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები