“თანამედროვე გამოწვევების ფონზე, ჯანსაღ გარემოზე ზრუნვა არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის” – მიხეილ სარჯველაძე
“თანამედროვე სამყაროში უკვე დიდი ხანია, ჯანმრთელობის დაცვა მხოლოდ და მხოლოდ მკურნალობას არ უკავშირდება და ის დაკავშირებულია, უპირველესად, პრევენციასთან, ნებისმიერი დაავადების გამომწვევ მიზეზებზე ზემოქმედებასა და მაქსიმალურად შემცირებასთან – იმ ზიანის, რომელიც შესაძლოა, განაპირობოს არაჯანსაღმა გარემომ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა.
ამიტომ, მინისტრის თქმით, თანამედროვე გამოწვევების ფონზე, ჯანსაღ გარემოზე ზრუნვა არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის.
“ეს ჩვენთვის არის განსაკუთრებული მნიშვნელობის და, ამავდროულად, ჩვენი განსაკუთრებული ინტერესისა და მხარდაჭერის საგანი”, – აცხადებს სარჯველაძე.