მოწვეულია ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისია, როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლე ვადიანი. მე იმედი მაქვს, რომ ეს მისია იქნება სრულყოფილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში საარჩევნო პროცესზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები სწორად იყოს ჩატარებული.
„მოწვეულია ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისია, როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლე ვადიანი. მე იმედი მაქვს, რომ ეს მისია იქნება სრულყოფილი, ისეთი როგორიც მოვიწვიეთ და რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლით. თავად ეუთო-ოდირზეა დამოკიდებული რამდენი დამკვირვებელი იქნება, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ბევრნი იქნებიან და ობიექტური დაკვირვების შესაძლებლობა იქნება იმისათვის, რომ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დასკვნები რაც გაკეთდება, იქნება ობიექტური, რადგან პირველ რიგში, ეს საქართველოს ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები სწორად იყოს ჩატარებული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.