ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული ესეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

5 ივნისს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაჯილდოვდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული ესეების კონკურსის, „წიგნიერის“, გამარჯვებულები.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ადგილები ასე გადანაწილდა:
I ადგილი – გიორგი ხატიაშვილი (ყვარელი)
II ადგილი – ანი ფილია (წეროვანი)
III ადგილი – ნიკოლოზ ჩაგანავა (ფოთი)
2024 წელს „წიგნიერი“ მერვედ ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს მეათე და მეთერთმეტე კლასების მოსწავლეებმა თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით.
გამარჯვებულები დააჯილდოვეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, „თიბისი ბანკმა“, ელექტრონული წიგნების პლატფორმა „საბამ“ და გამომცემლობა „არტანუჯმა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები