“როცა ნებისმიერი განხილვის დროს ისევ სააკაშვილის წამოწევა ხდება, ეს არის მხოლოდ სასოწარკვეთილების სიმპტომი” – იონათამიშვილი

“სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.

“ჩვენ დიდი ხანია, ის კარგად შევაფასეთ და შესაბამისი მსჯავრიც გამოვუტანეთ. ახლა, როდესაც ნებისმიერი განხილვის დროს ისევ სააკაშვილის წამოწევა ხდება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სასოწარკვეთილების სიმპტომი და აჩვენებს, როგორ არიან აცდენილები რეალობისგან ეს ადამიანები. ძალიან კარგი, მოახდინონ თვითლუსტრაცია”, – განაცხადა იონათანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები