გამოფენა „ცისფერი ყანწები“ ლიტერატურის მუზეუმში 29 ივნისის ჩათვლით გასტანს

 ლიტერატურის მუზეუმში გამოფენა „ცისფერი ყანწები“ გრძელდება.
გამოფენა ავანგარდულ-მოდერნისტული ლიტერატურული გაერთიანების შვიდი წევრის საიუბილეო თარიღს ეძღვნება (პაოლო იაშვილი – 130, ვალერიან გაფრინდაშვილი – 135, კოლაუ ნადირაძე – 130, გიორგი ლეონიძე – 125, შალვა აფხაიძე – 130, სანდრო ცირეკიძე – 130, შალვა კარმელი – 125).
გამოფენილია 13 ცისფერყანწელი მწერლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების ამსახველი 300-ზე მეტი ნიმუში: ფოტოები, პირადი და ოფიციალური მიმოწერა, მემორიალური ნივთები, უნიკალური გამოცემები; ასევე, ფართო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მხატვრების მიერ შესრულებული გრაფიკული, ფერწერული პორტრეტები, კარიკატურები. საგამოფენოდ შერჩეული ნამუშევრები ეკუთვნით ლადო გუდიაშვილს, კირილ ზდანევიჩს, ირაკლი გამრეკელს, ვასილი კროტკოვს, თეიმურაზ ყუბანეიშვილს, ოსკარ შმერლინგს, მიხეილ ჭიაურელს, დავით ნაცვლიშვილს (დონი).
გამოფენის მხარდამჭერია სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ARISC), რომლის დახმარებითაც 2023-2024 წლებში მუზეუმმა კვლევითი და საკონსერვაციო პროექტი განახორციელა.
„ცისფერი ყანწები“ ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზში 18 მაისს გაიხსნა და 29 ივნისის ჩათვლით გასტანს.

მისამართი: გია ჭანტურიას N8.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები