„ქართული კულტურული მემკვიდრეობა და დონორთა დახმარება“ – საჯარო ლექცია გაიმართება
6 ივნისს, 18:00 საათზე, გაიმართება არქიტექტორ-რესტავრატორის, ხელოვნების მაგისტრის კონსერვაციის დარგში და თსსა-ის ასოცირებული პროფესორის – კახა ხიმშიაშვილის საჯარო ლექცია, თემაზე: „ქართული კულტურული მემკვიდრეობა და დონორთა დახმარება“.
შეხვედრა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში შედგება.
„მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას მუდმივად ეხმარებიან ჩვენი უცხოელი მეგობრები – სხვადასხვა ფონდები და ინსტიტუციები, უნივერსიტეტები თუ პიროვნებები. შეხვედრა სწორედ ამ დახმარების მცირე ნაწილის მიმოხილვას მიეძღვნება. ლექციის შემდეგ კი კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსია გაიმართება“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.