ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბრიუსელში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა
დეგუსტაციას 1 000-ამდე სტუმარი, მათ შორის ჟურნალისტები, ბლოგერები, კომერციული სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით გაიმართა.
ქართული ღვინის მსგავსი მასშტაბური წარდგენა ბრიუსელში მიმდინარე წლის ივნისის ბოლოსაც გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.