ლევილში „ბასიანი“ და „რუსთავი“ კონცერტს გამართავს

4 ივნისს, 16:00 საათზე, ლევილში ანსამბლები „ბასიანი“ და „რუსთავი“ კონცერტს გამართავს, დასწრება თავისუფალია.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 24 მაისიდან ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი იმართება. 14 ივლისამდე, ყოველ შაბათ-კვირას, საზოგადოებას კულტურული და სპორტული ღონისძიებები ელოდება. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
ქართული ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო და შპს „ჯეოვაინ თრეიდინგი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები