მიხეილ სარჯველაძე ჯარიმების ჩამოწერაზე: ვიმედოვნებ, ორი კვირის განმავლობაში შეძლებს პარლამენტი მიიღოს საბოლოოდ გადაწყვეტილება და მხარდაჭერის შემთხვევაში ეს ინიციატივა საკანონმდებლო აქტად აქციოს

ჩვენ მოთხოვნილი გვაქვს ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, – ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც მოქალაქეებისთვის კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერას გამოეხმაურა.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, იმედოვნებს, რომ ორი კვირის განმავლობაში შეძლებს პარლამენტი მიიღოს საბოლოოდ გადაწყვეტილება და მხარდაჭერის შემთხვევაში ეს ინიციატივა საკანონმდებლო აქტად აქციოს.

„რაკი ჩამოვყალიბდით ამ გადაწყვეტილებაზე, მოგეხსენებათ, რომ ეს პარლამენტში როდესაც გაიგზავნება, იქ უნდა მოხვდეს ბიუროს სხდომაზე, ბიურო გაანაწილებს კომიტეტებს, რომელთა მიერ განხილვაც იქნება აუცილებელი. ერთი დამატებითი დეტალია აღსანიშნი, რომ ჩვენ მოთხოვნილი გვაქვს ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. გვინდა, ეს დასრულდეს ამ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში. მოგეხსენებათ, რომ ივნისის ბოლომდე იმართება სხდომები, ორი სასესიო კვირაა დარჩენილი და იმედი მაქვს, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში შეძლებს პარლამენტი მიიღოს საბოლოოდ გადაწყვეტილება მხარდაჭერის შემთხვევაში აქციოს ეს ინიციატივა საკანონმდებლო აქტად“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

2000-ამდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები