პრემიერის ანგარიში: 2023 წლის 25 სექტემბრიდან მომსახურების სააგენტოდან ნებისმიერი სახის ცნობის მოთხოვნა და მიღება შესაძლებელია სრულად დისტანციურად, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის, ან აპლიკაციის მეშვეობით

2023 წლის 25 სექტემბრიდან, შს სამინისტროს სსიპ – მომსახურების სააგენტოდან ნებისმიერი სახის ცნობის მოთხოვნა და მიღება შესაძლებელია სრულად დისტანციურად, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის ან აპლიკაციის მეშვეობით, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს პარლამენტს წარედგინა.

„გაგრძელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფციის დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ცენტრი უკვე ფუნქციონირებს ქ. თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. მცხეთაში, ქ. გორსა და ქ. ბათუმში და სამომავლოდ საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიხსნება. 2024 წელს მიმდინარეობს ცენტრის მოწყობის სამუშაოები ქალაქ ზუგდიდში. 2023 წლიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის სერვისებით სულ ისარგებლა 200 000-ამდე მოქალაქემ.

ასევე აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ფარგლებში, 2023 წლის 25 სექტემბრიდან, შს სამინისტროს სსიპ − მომსახურების სააგენტოდან ნებისმიერი სახის ცნობის მოთხოვნა და მიღება შესაძლებელია სრულად დისტანციურად, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის ან აპლიკაციის მეშვეობით“, – აღნიშნულია ანგარიშში.

28 ივნისს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები