ირაკლი ნადარეიშვილი: საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხები 5 მლრდ-ს მიუახლოვდა
,,საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხები 5 მლრდ-ს მიუახლოვდა”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ,,იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, 5 მლრდ-დან დაახლოებით, 1 მლრდ-ია ის ამონაგები, რაც საინვესტიციო საქმიანობამ მოიტანა.
„დაახლოებით, 1,5 მლნ მონაწილეა უკვე და 5 მლრდ-ს მიუახლოვდა ის თანხები, რაც საპენსიო ფონდშია აკუმულირებული. ძალიან მარტივი და გასაგები კრიტერიუმია, პირველ რიგში, სანდოობის თვალსაზრისითაც ის, თუ რამდენი გამოიმუშავა საპენსიო ფონდმა ამ პერიოდის განმავლობაში. 5 მლრდ-დან დაახლოებით, 1 მლრდ-ია ის ამონაგები, რაც საინვესტიციო საქმიანობამ მოიტანა. საკმაოდ წარმატებული შედეგია. რამდენიმე თვის უკან საპენსიო ფონდს ჰქონდა ფართო საჯარო წარდგენა უშუალოდ საინვესტიციო საქმიანობის შედეგების. ასევე, გაკეთდა შედარება არა მხოლოდ რეგიონულ, მსოფლიო ბაზარზე საპენსიო ფონდები, საინვესტიციო ფონდების ამონაგების თვალსაზრისით თუ რა სურათია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმიანობა საკმაოდ წარმატებული იყო“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.