ირაკლი ღარიბაშვილი დღეს კახეთის პარტიულ აქტივს შეხვდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს კახეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდება.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა თელავში 13:00 საათზე გაიმართება.

„2 ივნისს, 13:00 საათზე, თელავში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კახეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.

შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი“, – ნათქვამია გავრცელებულ  ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები