“ჩვენთვის უზენაესი არის პაციენტის ინტერესი; სახელმწიფო არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს სერვისების უწყვეტობის რისკის შექმნას” – თამარ გაბუნია

“ჩვენთვის უზენაესი არის პაციენტის ინტერესი. ის ორგანიზაცია, რომელიც აქამდე თავის თავს თვლის ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციად, პირველ ყოვლისა, უნდა იცავდეს იმ პრინციპს, რაც არის პაციენტის ინტერესისა და უფლების დაცვა. სახელმწიფო არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს სერვისების უწყვეტობის რისკის შექმნას, ეს გამორიცხულია”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„ჯანდაცვაში არის სერვისების ნაწილი, რომელიც აუცილებლად დასაცავი ნაწილია და რასაც სახელმწიფო აფინანსებს. როდესაც ვსაუბრობთ უცხოური ინვესტიციისა და დონორის დახმარებაზე, სერვისების მიწოდების, რომ ბავშვმა სამედიცინო დახმარება მიიღოს, აქ უცხოური ინვესტიცია როლს არ ასრულებს. უცხოური ინვესტიციის როლი არის ახალი სტანდარტის დანერგვაში, განათლების ნაწილში, როდესაც ბავშვები იშვიათი დაავადებებით იგებენ საინფორმაციო ხასიათის ბროშურას ან საგანმანათლებლო კამპანია ფინანსდება დონორის დახმარებით. ეს ყველაფერი არის უაღრესად პოზიტიური ზეგავლენის მატარებელი ინიციატივები და ჯანდაცვის სამინისტრო ამას ყოველთვის მხარს უჭერდა და მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი შენარჩუნდეს”, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები