პოეტი თენგო ავსაჯანიშვილი გარდაიცვალა

მწერალთა სახლი მწუხარებით იუწყება, რომ მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა პოეტი თენგო ავსაჯანიშვილი. მწერალთა სახლი მწუხარებას გამოთქვამს შესანიშნავი პოეტის უდროო გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და თენგო ავსაჯანიშვილის შემოქმედების თითოეულ თაყვანისმცემელს.

თენგო ავსაჯანიშვილი:
„მე ვზრდიდი ჩემ თავს
და ვერ გავზარდე,
მაინც ისევე დავრჩი
ბავშვური,
მკვდარ ჩიტის ბედიც
ისე მადარდებს,
ვით საკუთარი
ყოფის სასრული“…

თენგო ავსაჯანიშვილი დაიბადა 1970 წელს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეში. მისი პირველი ლექსები იბეჭდებოდა რაიონულ გაზეთ „დარიალში“, 1980-იან წლებში. 1990 წელს კი დაიბეჭდა გაზეთ „ქართულ ფილმში“, შემდეგ გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ და ჟურნალ „ანეულში“. არის ხუთი წიგნის ავტორი: „მელოდე“ (1998), „სიკვდილს რომ შევეუღლები“ (2000), „მე+შენ“ (2003), „აქ და იქ“ (2016), „აღსარება“ (2019).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები