მრგვალი მაგიდა: „ციფრული გამოწვევები და ჟურნალისტური განათლება“

2024 წლის 31 მაისს  საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: ციფრული გამოწვევები და ჟურნალისტური განათლება“.

საქართველოს 15-მდე უმაღლესი სასწავლებლის ჟურნალისტიკის სპეციალობის პროფესურამ და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებმა იმსჯელეს იმ გამოწვევებსა და სიახლეებზე, რომელიც უკავშირდება ციფრულ ეპოქაში ჟურნალისტურ განათლებას.

შეხვედრაზე კომპანია „ინოვატორ“-ის ტექნიკურმა დირექტორმა, დავით რობაქიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე: „მედიატექნოლოგიები ჟურნალისტიკის სწავლების სამსახურში“.

ღონისძიების ფარგლებში საზეიმოდ დაიხურა სტუდენტური ფოტოგამოფენა „რაკურსი 2024“,  რომელშიც მონაწილეობა მიიღო 9 უნივერსიტეტის სტუდენტმა და გამოიფინა 150-მდე ნამუშევარი.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ;

მარინე ვეკუა – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს პროფესორი

მობ:  597 00 00 94

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები