ანრი ოხანაშვილი: სწორი გადაწყვეტილება არ იყო, როცა პირველად კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, ამის თქმა არ ნიშნავს, რომ ვინმეს თავს ვესხმით

მმართველი გუნდის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თავის დროზე საქართველოს კანდიდატის სტატუსი დაუმსახურებლად არ მიენიჭა.

მისივე თქმით, ამაზე საუბარი თავდასხმას არ ნიშნავს.

„კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პროცესი გახსოვთ. თავის დროზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეთანხმებოდით, რომ საქართველოს სტატუსი არ ეკუთვნოდა? ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. ამის თქმა არ ნიშნავს, რომ ვინმეს თავს ვესხმით, არამედ ყველა პარამეტრით, რითაც სხვა ქვეყნებს სტატუსი მიენიჭათ, ჩვენ სტატუსი უფრო გვეკუთვნოდა. თავდასხმაა, როცა ვამბობთ, რომ ჩვენთან მიმართებით ასეთი მოქცევა დაუმსახურებელი იყო?“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები