შალვა პაპუაშვილი: ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა არჩევანი იქნება 26 ოქტომბერს – არჩევანი ექნებათ ომსა და მშვიდობას შორის

რაც შეეხება არჩევანს, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა არჩევანი იქნება 26 ოქტომბერს. ქართველ ხალხს არჩევანი ექნება ომსა და მშვიდობას შორის. ეს არჩევანი დღესდღეობით ცხადზე ცხადია, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. ომის ქარტიის ქვეშ ომის პარტიები არიან გაერთიანებული.

„ჩვენ ვნახეთ ამ ე.წ. ომის ქარტიის ქვეშ გაერთიანებული ომის პარტიები. უბრალოდ სასაცილოა, რომ მერე ვინმე იძახის, მე „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვარო. „ნაცმოძრაობა“, რომელიც არის „ნაცმოძრაობა“. „ევროპული საქართველო“, რომელიც არის „ნაცმოძრაობა“. „გირჩი“, რომელიც არის „ნაცმოძრაობა“. ელენე ხოშტარია, რომელიც არის „ნაცმოძრაობა“. „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელიც არის „ნაცმოძრაობა“. ყველა ეს ადამიანი „ნაცმოძრაობის“ ლიდერები არიან. ამ ფარსს და კინოს აჩვენებენ წლიდან წლამდე.

ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ ეს ხომ ქართველების მოფიქრებული არაა. მე მგონია, რომ ქართველს ეყოფოდა ამდენი ჭკუა, რომ ასე ნაცარს ვერ შეაყრი თვალში ქართველებს. ეს გარედან დაწერილი სცენარებია, რომლებიც ჩვენ რამდენჯერმე ვნახეთ. 2016 წელს სხვა რამე იყო, რომ ვითომ გაიყო? 2020 წელს, 2021 წელს სხვა რამე იყო? ახლაც იმავეს აკეთებენ. ავტორები არიან ისინი, რომლებიც რეზოლუციებს ქმნიან და შიგნით წერენ, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. ავტორები არიან ისინი, რომლებიც ზურაბ ადეიშვილს უკრაინის გენპროკურორის მოადგილედ ნიშნავენ, შემდეგ სტრასბურგსა და ბრიუსელში ხვდებიან იმ კაბინეტებში, რომელი კაბინეტებიდანაც იგივე ადამიანები ჩვენ მორალს გვიკითხავენ მართლმსაჯულებაზე. ხალხი, რომელიც კრიმინალს ხელს ართმევს და ელაპარაკება სასამართლო მართლმსაჯულებაზე – ეს ევროპელები ჩვენ ევროპულ ღირებულებებზე გველაპარაკებიან. როგორ უნდა გველაპარაკებოდნენ? კრიმინალი, წამებისთვის სასჯელმისჯილი ადამიანი რომ გიზის კაბინეტში და ელაპარაკები კანონის უზენაესობაზე და სამართლებრივ სახელმწიფოზე, რა მორალური ავტორიტეტი გაქვს მერე, რომ საქართველოს ელაპარაკო, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ უკვე მერამდენე გადაწყვეტილება მიიღო ჩვენი სასამართლოს სასარგებლოდ. ეს ის ხალხია, რომელსაც კეზერაშვილი ჰყავს შეფარებული ევროკავშირში და თავისუფლად გადაადგილდება, დიდ ბრიტანეთშიც იმყოფებოდა და ხვდებოდა ამერიკელ ლობისტს.

ამ ყველაფერს ხომ ვხედავთ და ხომ არ ბნელა ამ ქვეყანაში? ამ ყველაფერს ხომ ხვდება ქართველი ხალხი? ეს ყველაფერი არაქართული და ანტიქართულია. გუშინ რომ ოპოზიცია პარლამენტში უცხოური გავლენის მხარეს დადგა, 20-30 წლის წინ ხომ იქნებოდა ეს აბსოლუტური სირცხვილი და ისინი იქნებოდნენ დასაცინები ყველას მხრიდან? ამის ნორმალიზება რომ მოახდინეს თავის ამომრჩევლებში და შექმნილია გარკვეული ჯგუფი, რომელიც საქართველოს განიხილავს არა ცალკე მდგომად, არამედ რაღაცასთან მიმართებით. მათთვის საქართველო ცალკე უკვე ფასეულობა აღარაა. ქართულ დროშას რომ დაინახავენ, რაღაც უკმაყოფილება აქვთ. სხვა დროშები აინტერესებთ – სად არის, რატომ გვაკლია, რაღაც დროშა გვინდა. ქართული მათთვის არაა საკმარისი და ეს არის პრობლემა. საქართველო მათთვის არ არის საკმარისი საფიცარი და ეძებენ სხვა საფიცრებს და ხატებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები