თეა წულუკიანმა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობის – ტრისტან სარალიძის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსთაველის თეატრში გამართულ სამოქალაქო პანაშვიდზე პატივი მიაგო ტრისტან სარალიძის ხსოვნას. მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს სამძიმარი პირადად გამოუცხადა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო განსაკუთრებულად აფასებს ტრისტან სარალიძის მიერ ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილ წვლილს და უსამძიმრებს მის ოჯახს, კოლეგებსა და მთელ საზოგადოებას.ტრისტან სარალიძე 27 მაისს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მრავალწლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში გამორჩეულმა არტისტმა არაერთი დასამახსოვრებელი და სახასიათო, უაღრესად საინტერესო და შთამბეჭდავი როლი შექმნა და წარუშლელი კვალი დატოვა ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები