„თბილისური” – თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა გაიმართება

1-დან 4 ივნისის ჩათვლით, 16.00-20.00 საათზე, შალვა ძნელაძის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში გაიმართება თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა სახელწოდებით – „თბილისური”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობენ: მამუკა ცეცხლაძე, დათო თელია, ზურაბ გიკაშვილი, ლელა ტაბლიაშვილი,
ქეთი თავდუმაძე, ირმა ცინცაძე, ნატალია კუცია, დალი ფრიდონაშვილი, მანანა სეხნიაიძე, გიორგი ბარათაშვილი, რამაზ რაზმაძე, ხათუნა ჟოლიძე, ინგა გაბაშვილი.
გამოფენის კურატორია ნანა ზაალიშვილი.
გამოფენაზე გაეცნობით და შეიძენთ მხატვრების მიერ შექმნილ ნამუშევრებს, დაათვალიერებთ შალვა ძნელაძის მუზეუმს და სასიამოვნო დროს გაატარებთ ჩვენთან ერთად, განსხვავებულ და მშვიდ ატმოსფეროში.
მისამართი: სოფელი დიღომი, სვეტიცხოვლის ქ. N1.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები