შარლ მიშელი: ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია მომავალი ევროკავშირში, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს – ევროპული საბჭოს დღის წესრიგში საქართველოს დავამატებ

ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია მომავალი ევროკავშირში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მიშელი აღნიშნავს, გამჭვირვალობის კანონის მიღება პარლამენტში უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას.

„ევროპულმა საბჭომ დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, მიენიჭებინა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო გადადგამდა შესაბამის ნაბიჯებს და გაატარებდა აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებს. გამჭვირვალობის კანონის მიღება პარლამენტში უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია მომავალი ევროკავშირში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს. ამ მიზეზით მე ევროპული საბჭოს დღის წესრიგში საქართველოს დავამატებ“, – წერს შარლ მიშელი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები