ეროვნული არქივის კინოთეატრში ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართება

1 და 2 ივნისს, 13:00, 15:00 და 17:00 საათზე, ეროვნული არქივის კინოთეატრში ნაჩვენები იქნება მულტიპლიკაციური ფილმები: „სამი მეზობელი“ (რეჟისორი ვახტანგ ბახტაძე, 1966), „ტყის კვარტეტი“ (რეჟისორი მერაბ სარალიძე, 1984), „ხელმარჯვე ოსტატი წყალქვეშ“ (რეჟისორი ვახტანგ ბახტაძე, 1977), „ნამდვილი მეგობრები“ (რეჟისორი ნელი ოქროპირიძე, 1976) და „საფრთხობელები“ (რეჟისორი მერაბ სარალიძე, 1992). სეანსის ხანგრძლივობაა 50 წუთი.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, ჩვენება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართება და პროგრამაში წარმოდგენილი ანიმაციური ფილმები დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში. მათი ციფრული რესტავრაცია ბოლო წლებში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები