საჩხერე-კალვათა-ქორეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საჩხერე-კალვათა-ქორეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერეს მერია ავრცელებს.

სამუშაო პროცესი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ხელშეკრულების სრული ღირებულება 2 072 025 ლარია.

საჩხერე-კალვათა-ქორეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გასულ წელს სტიქიური პროცესების შედეგად დაზიანდა და მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე წელს კი-დასრულდება და 4 კმ-დე გზის საფარი მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები