გია აბაშიძე – “ტაბულას” ბანერზე: ნაცსექტამ ფსევდომეფსალმუნე გიგი უგულავა არ იკმარა და ახალი ფარისეველი პერსონაჟები გამოუშვა საჯარო სივრცეში, სრული ტრაგიკომედიაა ეს უკიდეგანო ფარისევლობა
„ნაცსექტამ ფსევდომეფსალმუნე გიგი უგულავა არ იკმარა და ახალი ფარისეველი პერსონაჟები გამოუშვა საჯარო სივრცეში, სრული ტრაგიკომედიაა ეს უკიდეგანო ფარისევლობა!“, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე „ტაბულას“ მიერ გამოქვეყნებულ ბანერზე, სადაც მოყვანილია ციტატა ფსალმუნიდან და ასევე დათო გორგილაძის “ფეისბუქ“ სტატუსი, სადაც გორგილაძე წერს- “ ბიბლიური ელფერის ღამე იყო. ქრისტემ იცოდა, რომ ერთი მათგანი გასცემდა. საქართველომ იცის, რომ 84 უღალატებს.“
როგორც აბაშიძე წერს, არაფერია გასაკვირი ღალატის პარტიიდან – რუბლებით დაფინანსებული “ევროპელობს”, ყოფილი ზონდერი “უფლებადამცველობს”, ანტიეკლესიური კი, “მქადაგებელი თეოლოგია”.
მისივე თქმით, უსუსურობის გამო მარგინალი ნაცრევანშისტების სასოწარკვეთილება პოლიტიკანური შაპიტოს უფრო ქვედა ზღვარისკენ მიექანება.
„ნაცსექტამ ფსევდო-მეფსალმუნე გიგი უგულავა არ იკმარა და ახალი ფარისეველი პერსონაჟები გამოუშვა საჯარო სივრცეში, სრული ტრაგიკომედიაა ეს უკიდეგანო ფარისევლობა!
არაფერია გასაკვირი ღალატის პარტიიდან – რუბლებით დაფინანსებული “ევროპელობს”, ყოფილი ზონდერი “უფლებადამცველობს”, ანტიეკლესიური კი, “მქადაგებელი თეოლოგია”.
უსუსურობის გამო მარგინალი ნაცრევანშისტების სასოწარკვეთილება პოლიტიკანური შაპიტოს უფრო ქვედა ზღვარისკენ მიექანება”, – წერს გია აბაშიძე.