ბორჯომში, სოფელ ყვიბისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს, ორ უბანში, 1 152 გრძივ მონაკვეთზე ასფალტო- ბეტონის საფარის დაგებას, სანიაღვრე სისტემის მოწყობას და სხვადასხვა დაზიანებულ მონაკვეთზე საყრდენი კედლების აღდგენის სამუშაოებს.

სოფელ ყვიბისის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

ინფორმაციისთვის, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ისევე როგორც გასულ წლებში, მიმდინარე წელსაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2024 წელს, ჯამურად, 7,3 კმ. გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები