ლაგოდეხში 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
ლაგოდეხში 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, ქალაქის შემოსასვლელი და ცენტრის მიმდებარე ტერიტორია ეროვნული მოტივებით შექმნილი დეკორაციებით და სახელმწიფო დროშებით მოირთო.
მოეწყო საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების აქტის ამსახველი ფოტო გამოფენა. ასევე, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა.
ღონისძიება, კლასიკური მუსიკის კონცერტით გაგრძელდა.
ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, საქართველოს დროშებით ჩოხოსნების მსვლელობა მოეწყო.
საზეიმოდ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი.
დღის ბოლო, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით, კონცერტით დასრულდა.
საზეიმო ღონისძიებას მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.