ფინანსთა მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა

 საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ახალ ელჩს საქართველოში ლევენთ გურმუქჩუს. როგორც „კვირას“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე როგორებიცა: საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის ინტენსიფიკაცია, საბაჟო-გამშვები პუნქტების ეფექტური მართვა, ტურისტული და სატრანსპორტო ნაკადის ზრდა და სხვა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივად მართვის ეფექტურად გამოყენების მექანიზმების შემუშავებას.
როგორც ცნობილია, გასული წლის ნოემბერში, თურქეთმა დაიწყო ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის „ჩილდირ/აქთაშის“ მშენებლობა. პარალელურად, მიმდინარე წლის აგვისტოში, ქართული მხარე დაასრულებს საბაჟო-გამშვები პუნქტის „კარწახი“ რეკონსტრუქციას, რითაც რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ახალი შესაძლებლობა შეიქმნება. ასევე ცნობილია, რომ თურქეთის მხარე გეგმავს სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან, თურქეთის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის გაფართოებას.
შეხვედრაზე მხარეებმა საბაჟო სფეროში პარტნიორობისა და მისი შემდგომი განვითარების შესახებ ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები