თეა წულუკიანი: ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელმაც გაბედა და ხმა ამოიღო, რადგან გაცილებით უფრო დიდი საფრთხეები დაატყდებოდა თავს

ჩვენი მთავარი მზიანი არის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, თავიდან ავიცილოთ ყველანაირი ტურბულენტობა, მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომი პერიოდი მშვიდობით გავიაროთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„საქართველოში არის საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც გვაკრიტიკებს და ფიქრობს, რომ ვინ ხარ ამისთანა, ასეთი პატარა ქვეყანა, რომ ხმის ამოღებას ბედავ, მაგრამ ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელმაც გაბედა და ხმა ამოიღო, რადგან გაცილებით უფრო დიდი საფრთხეები დაატყდებოდა თავს, თუკი ხმას არ ამოვიღებდით.

მერწმუნეთ, არავისთვის არ არის სასიამოვნო იმის ღიად საუბარი, სატელეფონო საუბრისას ვინ ვის რა უთხრა, მაგრამ როდესაც არ გიტოვებენ არჩევანს და სასწორის ერთ მხარეს დევს შენი სამშობლო, ხალხის გადარჩენა, რომელიც ძალიან პატარა ქვეყნის შვილია და შეიძლება მიმდინარე ოკუპაციის ვითარება კიდევ უფრო გართულდეს, ამიტომ ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ სასწორი მეორე ,მხარეს გადაიხაროს, ანუ არარსებული სიკეთეების მხარეს“, – აღნიშნა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები