რატი ბრეგაძე: ისტორიულ მინიმუმზეა საქართველოს წინააღმდეგ არსებული სარჩელების ოდენობა და დაახლოებით 20-ჯერ, თუ 30-ჯერ ნაკლებია იმაზე, ვიდრე ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს

ისტორიულ მინიმუმზეა საქართველოს წინააღმდეგ არსებული სარჩელების ოდენობა და დაახლოებით 20-ჯერ, თუ 30-ჯერ ნაკლებია იმაზე, ვიდრე ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ქართული სასამართლო სისტემის მიმართ მიმდინარეობს აშკარად დაუსაბუთებელი, მიზანმიმართული და სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია.

„ისტორიულ მინიმუმზეა საქართველოს წინააღმდეგ არსებული სარჩელების ოდენობა და დაახლოებით 20-ჯერ, თუ 30-ჯერ ნაკლებია იმაზე, ვიდრე ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ქართული სასამართლო სისტემის მიმართ მიმდინარეობს აშკარად დაუსაბუთებელი, მიზანმიმართული და სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია. ეს ყველაფერი ვიხილეთ სააკაშვილის შემთხვევაში. მინდა მოვუწოდო ყველას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც, იმის ნაცვლად, რომ ჩვენი მისამართით გაჟღერებული იყოს სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები, პირიქით, დაგვიჭირონ მხარი და ჩვენც მოწადინებული ვართ, რომ ნებისმიერ გამოწვევას ვუპასუხოთ ადეკვატურად“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები