ავთანდილ ცინცაძე: საქართველოს პირველი პირის მიმართ განხორციელებული მუქარა არის წითელი ხაზი! ასეთი რიტორიკით მეგობრებს არ ესაუბრებიან!

დროა, ყველამ გაიგოს – ვერანაირი მუქარა და შანტაჟი ვერ გვაიძულებს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას! – ამის შესახებ საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.

დეპუტატის თქმით, ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება არასდროს დათმობს მთავარ მონაპოვარს – დამოუკიდებლობას!

„დროა, ყველამ გაიგოს – ვერანაირი მუქარა და შანტაჟი ვერ გვაიძულებს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას!

ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება არასდროს დათმობს მთავარ მონაპოვარს – დამოუკიდებლობას!

საქართველოს პირველი პირის მიმართ განხორციელებული მუქარა არის წითელი ხაზი! ასეთი რიტორიკით მეგობრებს არ ესაუბრებიან! მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის და ხალხის  ინტერესებს ვიცავთ!“, – წერს ავთანდილ ცინცაძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები