მიხეილ სარჯველაძე: თუ სააკაშვილს არ სჭირდება სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, ის უნდა იმყოფებოდეს პენიტენციურ დაწესებულებაში – ეს არის ამის ანიც და ჰოეც

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, თუ სააკაშვილს არ სჭირდება სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, ის უნდა იმყოფებოდეს პენიტენციურ დაწესებულებაში.

„მე თვითონ მომხრე ვარ და ხელისუფლების პოზიციასაც გეტყვით, რომ ბუნებრივია, არცერთ შემთხვევაში არ არის სააკაშვილი ისეთი ვინმე, რომელსაც ეკუთვნის რაღაც განსაკუთრებული პრივილეგია. როგორც საქართველოში თითოეულ პატიმარს აქვს უფლება მოიხადოს სასჯელი, ისეთივე უნდა იყოს მისი უფლება, ყოველგვარი პრივილეგიის გარეშე. თუ მას არ სჭირდება სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, ის უნდა იმყოფებოდეს პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს არის ამის ანიც და ჰოეც“, – განაცხადა სარჯველაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები