შალვა პაპუაშვილი: ნებისმიერ კონტექსტში, ნებისმიერ შემთხვევაში, მკვლელობის მცდელობის ხსენება გამაოგნებელია

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველო პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

„პრემიერმინისტრმა მაცნობა ამის შესახებ. მართლაც გამაოგნებელია ამ კონტექსტში მკვლელობის მცდელობის მოყვანა. ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე კონტექსტში ხსენება ამ ფაქტის გამაოგნებელია. დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები