რატი ბრეგაძე: საქართველო აუცილებლად გადავა მოლაპარაკების შემდგომ ეტაპზე და მჯერა, რომ, მათ შორის, თქვენთან ერთადაც ამ წარმატებას აუცილებლად გავიზიარებთ

საქართველო აუცილებლად გადავა მოლაპარაკების შემდგომ ეტაპზე და მჯერა, რომ, მათ შორის, თქვენთან ერთადაც ამ წარმატებას აუცილებლად გავიზიარებთ, – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, როგორც მთავრობის წევრი, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი არ გახდება ბარიერი საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე.

„მე ვიცი, თქვენ როგორ ქომაგობდით, მაგალითად, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ხშირად ისმებოდა ამის შესახებ კითხვები, რომ არ მიენიჭებოდა, თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, რომ მიენიჭება საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ა.შ. თქვენი მედიის ბევრ წარმომადგენელს დაუსვამს ეს კითხვა და ასევე, სხვებისასაც, რომ ვერ მიიღებდა საქართველო კანდიდატის სტატუსს და ა.შ. ხშირად გპასუხობდით, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებდა კანდიდატის სტატუსს. ასეც მოხდა. ახლაც მინდა გაგიმეოროთ იგივე, რომ საქართველო აუცილებლად გადავა მოლაპარაკების შემდგომ ეტაპზე და მჯერა, რომ მათ შორის, თქვენთან ერთადაც ამ წარმატებას აუცილებლად გავიზიარებთ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

აღსანიშნავია, რომ რატი ბრეგაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსაც გამოეხმაურა.

„აქვე იმასაც გეტყვით და კიდევ გავმეორდები, რომ საქართველოს აქვს სრული უფლება, უფლებამოსილება, ქართულ სახელმწიფოს იმისა, რომ ჰქონდეს ინფორმაცია მოპოვებული ლეგალური და კანონიერი გზებით იმის შესახებ, თუ რა სახის უცხოური გავლენები არსებობს სახელმწიფოში და გაუზიაროს ეს ინფორმაცია ასევე ჩვენს მოსახლეობას“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები