რატი ბრეგაძე: სტრასბურგის გადაწყვეტილება დასტურია, რომ სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება სიმართლის გამარჯვებით დასრულდა

“სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სიმართლე ქართული სახელმწიფოს მხარეს იყოს.

„ჩვენ ყველანი ვიყავით მომსწრე იმ მრავალმილიონიანი კამპანიისა, რომელიც წარმოებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და რომელიც მიმართული იყო მსჯავრდებულ სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებისკენ, რომელიც, ასევე, მართული იყო ქვეყნის გარედან. საბოლოოდ, დღევანდელ დღეს ყველამ დაინახა, რომ ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით, რომ სიმართლე იყო ქართული სახელმწიფოს მხარეს, ვფიქრობ, ამაში ყველა ერთხმად დარწმუნდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც მიუხედავად ძალიან დიდი ზეწოლისა იმ პერიოდში, თავის საქმიანობას ახორციელებდა პირნათლად და პატიოსნად საკუთარი სახელმწიფოს წინაშე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის,  სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები