„ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ გირგვლიმანის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს გადაწყვეტილებები იყო აბსოლუტურად უსამართლო, რაც ჯერ კიდევ 12 წლის წინ აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ – „გამაოგნებელია თუ როგორ ცდილობდნენ ამ საქმის გაყალბებას და დამნაშავეთა გამართლებას ერთად სასამართლო, პროკურატურა, პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება” – აღნიშნავდა მაშინ სტრასბურგის სასამართლო.
ამ ყველაფრის გაგრძელებაა სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება – საქმეზე „სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ”, რომელმაც კიდევ ერთხელ აღიარა, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებები იყო აბსოლუტურად სამართლიანი და მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გამტყუნდა ევროპის კონტინენტზე ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის სასამართლოს მიერ,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.