დაჩი ბერაია: რაც ევროკავშირის ქვეყნებში დემოკრატიულია, თურმე, საქართველოსთვის მიუღებელი უნდა იყოს, რა დავარქვა ამას, არ ვიცი – ორმაგი სტანდარტი? ალბათ არა, რადგან ორმაგ სტანდარტზე გაცილებით ცუდი პროცესია
ორმაგი სტანდარტი – ასე აფასებს პარტია „ხალხის ძალის„ წევრი, დეპუტატი დაჩი ბერაია ენტონი ბლინკენის განცხადებას, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ თუ საფრანგეთისთვის „უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის” კანონი აუცილებელია, გაუგებარია რატომ არის საქართველოში მსგავსი კანონი მიუღებელი.