თამთა მეგრელიშვილი: სახელისუფლებო გუნდის გვერდით ქართველი ხალხი დგას და გამჭვირვალობის აქტი, როგორც სახელმწიფოს ღირსების აქტი მისაღებია, რადგან ის ამომრჩეველთა უმრავლესობის დაკვეთაა
არასამთავრობო სექტორი პოლიტიკური იარაღია, რომელიც პოლიტიკური პროცესებიდან გასული ოპოზიციური სპექტრის მიერ გამოიყენება ქართულ სახელმწიფოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „როდის და როგორ იყო ჩართული „გლობალური ომის პარტია” ქვეყანაში მძიმე პროცესების განვითარებაში, ამაზე ნამდვილად გვაქვს ინფორმაცია, რომლის გასაჯაროებისაც ნამდვილად უნდა ეშინოდეს.”