რატი იონათამიშვილი: ირაკლი შოთაძე პატრიოტი ადამიანია, ვინმე თუ გაბედავს პოლიტიკურ სპეკულაციებს, ამაზე ამორალური აღარაფერი იქნება ოპოზიციის მხრიდან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის გადადგომას გამოეხმაურა.

„ირაკლი შოთაძე არის პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანი. თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე თავად ისაუბრა, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის გაუარესებასთან. მას მხოლოდ ჯანმრთელად ყოფნა უნდა ვუსურვოთ. თუ ვინმე გაბედავს პოლიტიკურ სპეკულაციებს, ამაზე ამორალური საქციელი არაფერი აღარ იქნება ოპოზიციის მხრიდან. შესაბამისად, მათი განცხადებები მათსავე სინდისზე იყოს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი შოთაძემ დღეს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ის საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები