რატი იონათამიშვილი: გვყავს მდიდარი „ენჯეოები“, რომლებიც მოქალაქეთა ინტერესებს არ ემსახურებიან, მათი მიზანი პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებაა
მმართველი გუნდის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოს მდიდარი „ენჯეოები“ ჰყავს, რომელთა მიზანი პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებაა.
„გვყავს მდიდარი „ენჯეოები“, რომლებიც მოქალაქეთა ინტერესებს არ ემსახურებიან და ადამიანის უფლებების ადვოკატირებას არ ახორციელებენ. მათი მიზანი პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებაა. ხშირ შემთხვევაში, ისინი უფრო რადიკალური არიან, ვიდრე პოლიტიკური პარტიები. ჩვენთან პოლიტიკური „ენჯეოები“ მოქმედებენ და ეს ადამიანები დემოკრატიის მნიშვნელოვან პრინციპებს ძირს უთხრიან. უნდა დასრულდეს მავნე პრაქტიკა, როცა არეულია პოლიტიკური „ენჯეოსა“ და პარტიების სახეები“, – განაცხადა იონათამიშვილმა.