რატი იონათამიშვილი: სანქციებზე საუბარი უხერხული და ღიმილისმომგვრელია
მმართველი გუნდის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, სანქციებზე საუბარი უხერხული და ღიმილისმომგვრელია.
„ქვეყანა ვისაც უყვარს და ქართული დემოკრატიის მომავლის სწამს, მას ვერ დააშანტაჟებენ და ვერ შეაშინებენ მსგავსი უსაფუძვლო საუბრებით. ჩვენ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებით ვიღებთ გადაწყვეტილებებს. მათი მხრიდან ამ სანქციებზე საუბარი ძალიან უხერხულია და ღიმილისმომგვრელია. ასევე, უსამართლო და უსაფუძვლოცაა. ამ შინაარსის საუბრებს, რასაც პირდაპირ შანტაჟის ფორმა აქვს, ცხადია, ჩვენზე ვერანაირი გავლენა ვერ ექნება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა: „შეშფოთებულები ვართ საქართველოში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონით, ძალიან სერიოზულად ვუყურებთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ამის საპასუხოდ და ველოდები, რომ მივიღებთ ზომებს“.