ზურაბ ქადაგიძე – ნათია მეზვრიშვილზე: როგორი ბოროტი და ნაძირალა უნდა იყო, რომ ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობა სპეკულაციისთვის გამოიყენო და ასეთი რამე იკადრო?!

„ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პარტია „საქართველოსთვის” წევრ ნათია მეზვრიშვილის ფეისბუქსტატუსს, რომლის მიხედვითაც საქართველოს გენერალური პროკურორი – ირაკლი შოთაძე თანამდებობას არა მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის – ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო, არამედ, პოლიტიკური მოტივით ტოვებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ეს არარაობა, ქალის მსგავსი არსება, ბევრი წელი პროკურატურაში მუშაობდა. მათ შორის, ირაკლისაც კარგად იცნობს და მაინც ამ უზნეობას წერს.
როგორი ბოროტი და ნაძირალა უნდა იყო, რომ ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობა სპეკულაციისთვის გამოიყენო და ასეთი რამე იკადრო?!
ასე როგორ დაგიმსგავსათ გახარიამ?!
როგორი მოღალატე მონაცაა, ასეთებადვე გადაგაქციათ!”-  წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები